(თბილისი. 28 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს, დაახლოებით 12:30 სთ-ზე საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის მხრიდან ორმა გამანადგურებელმა დაარღვია, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ.
გამანადგურებლებმა საზღვარი კოდორისა და მესტიის მიდამოებში დაარღვიეს.
საქართველოს ხელისუფლებამ ამ უკანასკნელ ფაქტსა და 27 ნოემბერს პანკისისა და არხოტის ხეობების დაბომბვაში რუსეთი ოფიციალურად დაადანაშაულა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოს განცხადებით პანკისის დაბომბვა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აშკარა აგრესიაა.
This post is also available in: English (ინგლისური)