Site icon Civil.ge

ა.შ.შ. რუსეთის მიერ საქართველოს დაბომბვას გმობს

(თბილისი. 29 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – ა.შ.შ. რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ უკანასკნელ შეტევებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

“ჩვენ გაგვაჩნია უტყუარი სამხილები იმისა, რომ რუსეთის კუთვნილმა ვერტმფრენებმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვიეს და პანკისის ხეობა დაბომბეს. აღნიშნული შემთხვევა საფრთხეში აყენებეს სტაბილურობას მთელს რეგიონში. ჩვენ არა ერთხელ გაგვიცხადებია, რომ ა.შ.შ. მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრების დროს”, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა.

რუსეთის გამანადგურებლებმა და ვერტმფრენებმა 27 ნოემბერს არხოტისა და პანკისის ხეობები დაბომბეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით ორი ადამიანი დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებას უარყოფს.

This post is also available in: English (ინგლისური)