Site icon Civil.ge

საქართველოს ერთი ნაწილი ტერორისტებმა დაიკავეს – აცხადებს პუტინი

(თბილისი. 30 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთში დააკავეს ცნობილი არაბი მებრძოლი აბუ საიაჰი, რომელსაც, პუტინის თქმით, მჭიდრო კავშირები ჰქონდა საქართველოს ტერიტორაზე მყოფ ტერორისტებთან.

“ტერორისტები საქართველოში აფარებენ თავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ საქართველოს ტერიტორიის ერთი ნაწილის ოკუპაცია მოახდინეს”, განაცხადა პუტინმა.

ამასთან დაკავშირებით მან შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ მას იმედი აქვს ამ ფაქტით საქართველოს ხელისუფლებაც შეშფოთებული იქნება.

This post is also available in: English (ინგლისური)