Site icon Civil.ge

პრეზიდენტმა ქონების მართვის მინისტრის კანდიდატურა წარადგინა

(თბილისი. 6 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს, პრეზიდენტმა შევარდნაძემ ქონების მმართვის მინისტრობის პოსტზე დეპუტატ სოლომონ პავლიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა პარლამენტს.

სოლომონ პავლიაშვილი საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია. ამჟამად იგი საბიუჯეტო და ფინანსურ საკითხთა საპარლაემენტო კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა სიორიძის მოადგილეა.

პრეზიდენტს კვლავ არ წარუდგენია პარლამენტისთვის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატები.

This post is also available in: English (ინგლისური)