(თბილისი. 12 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – “იმ შემთხვევაში თუ საქართველოში ევროკომისიის დელეგაცის წარმომადგენლის დიტერ ბოიხელის მკვლელობის გამოძიება ბოლომდე არ მივა და ამ ორგანიზაციის წარმომადგენლების უსაფრთხოება მომავალში გარანტირებული არ იქნება, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები ექნება,” განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ დღეს, მთავრობის სხდომაზე.
ედუარდ შევარდნაძემ სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს მკვლელობის სასწრაფოდ გამოძიება მოთხოვა.
საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის პროგრამათა განყოფილების მენეჯერი გიუნტერ ბოიხელი 9 დეკემბერს თბილსში თავის ბინის შესასვლელთან მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით მკვლელობა გაქურდვის მიზნით მოხდა.
49 წლის გიუნტერ ბოიხელი გერმანიის მოქალაქე იყო
This post is also available in: English (ინგლისური)