(თბილისი. 15 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – ა.შ.შ.-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს საქართველოში ჩამოდის. იგი საქართველოს ხელისფლების პირველ პირებთან ანტიტერორისტული ომის საკითხებს, ასევე ორმხრივ და რეგიონალური სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავს, იტყობინება ა.შ.შ.-ის თავდაცვის სამინსტროს პრეს-სამსახური.
დაგეგმილიაDდონალდ რამსფელდის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, თავის ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
This post is also available in: English (ინგლისური)