Site icon Civil.ge

დსთ-ს სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელება არ მოხდება

(თბილისი. 17 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – რუს სამშვიდობოებს აფხაზითის კონფლიქტის ზონაში მანდატი არ გაუგრძელდებათ, აცხადებეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დსთ-ს სამშვიდობო ძალების მანდატის ვადა 2001 წლის 31 დეკემბერს იწურება.

30 ნოემბერს დსთ-ს ქვეყნების სამიტზე მოსკოვში, პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა რომ სანამ არ არის გადაწყვეტილი ვინ შეცვლის რუსეთის სამშვიდობო ჯარებს, ისინი დარჩებიან აფხაზეთის ტერიტორიაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მოლაპარაკებას აწარმოებს როგორც რუსეთთან ასევე  რამოდენიმე სხვა ქვეყანასთნ  სამშვიდობო ჯარების შემოყვანის თაობაზე.    

This post is also available in: English (ინგლისური)