Site icon Civil.ge

რეფორმატორებმა ახალი საპარლამენტო ფრაქცია შექმნეს

(თბილისი. 17 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის”, ასე ეწოდება ახალ საპარლამენტო ფრაქციას, რომელიც დღეს შეიქმნა. კოტე კემულარია ახალი ფრაქციის თავმჯდომარედ დაინიშნა.

ამ ფრაქციაში შედიან მიხეილ სააკაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და რეფორმატორთა გუნდის სხვა წარმომადგენლები.

ფრაქცია მიხეილ სააკაშვილის პარტიის – ახალი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო დასაყრდენი იქნება. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 2002 წლის იანვარში გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური)