Site icon Civil.ge

“ახლი მემარჯვენეები” ბურჯანაძეს უნდობლობას უნცხადებენ

(თბილისი. 18 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს პარლამენტის სხდომაზე ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ მისი ფრაქცია პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს უნდობლობას უნცხადებს.

“ახალი მემარჯვენეები” ნინო ბურჯანაძის მეუღლის, ბადრი ბიწაძის გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ დანიშვნას აპროტესტებენ. გამყრელიძის განცხადებით შეიქმნა კიდევ ერთი სახელისუფლებო კლანი.

სანამ ან პარლამენტის თავმჯდომარე, ან მისი მეუღლე თანამდებობას არ დატოვებს, ფრაქცია პლენარულ სხდომებს ბოიკოტს უცხადებს. 

This post is also available in: English (ინგლისური)