Site icon Civil.ge

შევარდნაძე რეფორმატორების დისკრედიტაციას ახდენს – აცხადებს მაჭავარიანი

(თბილისი. 20 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – ყოფილი საგადასახადო შემოსავლების მინისტრი მიხეილ მაჭავარიანი უარყოფს პრეზიდენტის ბრალდებას მისი კორუმპირებულობის შესახებ და ამბობს რომ შევარდნაძეს უბრალოდ უნდა რეფორმატორების დისკრედიტაცია მოახდინოს.

19 დეკემბერს შევარდნაძემ საგადასახადო შემოსავლების ყოფილ მინისტრი და მის მიერ გატარებული რეფორმები გააკრიტიკა. “რეფორმების ერთადერთი შედეგი ისა იყო რომ სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელობამ იმდენის მოპარა რამდენიც შესაძლებელი იყო,” განაცხადა პრპეზიდენტმა შევარდნაძემ გუშინ მთავრობის სხდომაზე.

“რეფორმები გატარებული იყო აშშ-ის მთავრობის დახმარებით, ამიტომ სამინისტროს არცერთი მაღალჩინოსანი პირი რეფორმების დაფინანსებაში ჩარეული არ ყოფილა,” განაცხადა დღეს მიხეილ მაჭავარიანმა.

2001 წლის 15 აგვისტოს მიხეილ მაჭავარიანმა მთავრობსადმი პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობა. 2002 წელს იგი გურჯაანში მაჟორიტარი დეპუტატობის არჩევნებში აპირებს იყაროს კენჭი. 

This post is also available in: English (ინგლისური)