Site icon Civil.ge

შევარდნაძე ენერგობლოკის აფეთქებში დივერსიას არ გამორიცხავს

(თბილისი. 24 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – შევარდნაძე არ გამორიცხავს რომ ამერიკულ კომპანია “ეი-ი-ეს”- ის ენერგობლოკის აფეთქება დივერსიის შედეგი იყო. თუმცა აქვე დასძენს: “მე ამჟამად არ გამაჩნია ამის დამადასტურებელი ინფორმაცია. მე-10 ენერგობლოკი კარგად დაცული ტერიტორიაა,” განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 24 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.

“ეი-ი-ეს”- ის წარმომადგენლესაც ეჭვი აქვთ, რომ აფეთქება ტერორისტული აქტი იყო. ისინი თვლიან რომ გაზის გაჟონვას არ შეეძლო ასეთი მძლავრი აფეთქება გამოიწვევა.

ამ წუთებში ელექტროენერგია მხოლოდ თბილისის სასიცოცხლო უბნებს მიეწოდება. გუშინ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთთმა საქართველომ ენერგიის მიღება რუსეთიდან გააუმჯობესა. საქართველო სომხეთთან მოლაპარაკებას მართავს ენერგიის შემოტანის თაობაზე.

This post is also available in: English (ინგლისური)