Site icon Civil.ge

ენრგეტიკის მინისტრი ელექტროგადამცემის შეკეთებას საღამოსთვის იმედოვნებს

(თბილისი. 3 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა იმედს გამოთქვამს, რომ 2 იანვარს დაზიანებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის “კავკასინონის” შეკეთება დღეს საღამოსთვის იქნება შესაძლებელი.

როგორც მინისტრმა 3 იანვარს განაცხადა, სარემონტო სამუშაებს ქართველ ექსპერტთა ექვსი ჯგუფი აწარმოებს.

“კავკასიონის” დაზიანებამ თბილისისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაში შეფერხებები გამოიწვია.

This post is also available in: English (ინგლისური)