Site icon Civil.ge

“ეი-ი-ეს”-ი სომხეთიდან ელექტროენერგიის შემოტანას გააგრძელებს

(თბილისი. 3 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – “ეი-ი-ეს თელასი” სომხეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რათა ელექტროენერგიის იმპორტი გაგრძელდეს. ამერიკული ენერგოკომპანიის მიზნებში შედის საქართველოსა და სომხეთს შორის ხელშეკრულების ვადის გაგრძელება გაგრძელება, განაცხადა “ეი-ი-ეს”-ის წარმომადგენელმა თინა სტამბოლიშვილმა.

3 იანვარს ამ ხელშეკრულების ვადა ეწურება.  თინა სტამბოლიშვილის განცხადებით “ე-იე-ს” სურს ხელშეკრულება ერთი თვით გაგრძელდეს.

საქართველო და სომხეთი ელექტროენერგიის მიწოდებაზე მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც 22 დეკემბერს “ეი-ი-ეს”-ის კუთვნილი მე-10 ელექტრობლოკი აფეთქდა.

2 იანვარსMმაღალი ძაბვის გამტარი ელექტროხაზის “კავკასიონის” აფეთქებამ საქართველოში ენერგოკრიზისი გაამწვავა. “კავკასიონი” საქართველოს რუსეთიდან იმპორტირებული დენით ამარაგებდა.

This post is also available in: English (ინგლისური)