(თბილისი. 5 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – მე-10 და მე-9 ელექტრობლოკების და ელექტროგადამცემი ხაზის “კავკასიონის” დაზიანების შედეგად გამოწვეული ელექტროენერგიის დეფიციტის შესავსებად საქართველო აზერბაიჯანიდან, დღე-ღამის განმავლობაში 100 მეგავატ ელექტროენერგიას იღებს.
თბილისს დღეში დაახლოებით 600 მეგავატი სჭირდება. ამჟამად დედაქალაქი, სომხეთიდან მიღებული ელექტროენერგიის ჩათვლით მხოლოდ 300 მეგავატით მარაგდება.
This post is also available in: English (ინგლისური)