(თბილისი. 5 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები 5 ნოემბერს საქართველოში ჩამოვიდნენ. ისინი წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიასთან აღმოჩენილ რადიაციის წყაროს შეისწავლიან.
ორიოდე კვირის წინ სამმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა რადიაციული დასხივება მიიღო. მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
სავარაუდოდ რადიაციის წყარო სტრონციუმ 90-ს წარმოადგენს.
This post is also available in: English (ინგლისური)