(თბილისი. 14 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, სახელმწიფო მოხელეებმა და პრეზიდენტმა “უკანონოდ შეძენილი ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების” შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლა განაახლეს.
14 იანვარს, გამართულ პრეს-კონფერენციაზე ლევან ბერძენიშვილმა, რომელიც “ახალი ნაციონალური მოძრაობის” თანათავმჯდომარე იქნება, განაცხადა, რომ სახელმწიფო მოხელეებისა და პრეზიდენტის განცხადებები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამტკიცებს მის მოსაზრებებს.
პრეზიდენტი შევარდნაძე უარყოფს რეფორმატორების ბრალდებას რომ ის აბრკოლებს პარლამენტის მიერ კანონპროექტის განხილვას. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მან იუსტიციის სამინისტროს ალტერნატიული კანონპროექტის შემუშავება დაავალა, რადგან არსებული ბევრ ხარვეზს შეიცავს.
This post is also available in: English (ინგლისური)