Site icon Civil.ge

პოლიციის საგუშაგოები პანკისის ხეობის სიღრმეში გადაიტანეს

(თბილისი. 15 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის ბრძანებულების შესაბამისად, 15 იანვარს პანკისის ხეობის შესასვლელთან განლაგებული შინაგანი ჯარებისა და პოლიციის საგუშაგოები ხეობის სიღრმეში გადაიტანეს.

ეს ახმეტის რაიონში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომლებიც სამართალდამცველებისგან ხეობაში არსებული კრიმინოგენული სიტუაციის გამოსწორებას მოითხოვენ. 

მათი აზრით საგუშაგოების პანკისის ხეობის სიღრმეში გადატანა სამართალდამცველებს ხეობაში სიტუაციის გაკონტროლებაში დაეხმარება.  

This post is also available in: English (ინგლისური)