Site icon Civil.ge

პანკისის ხეობაში მიმდინარე საგანგებო ღონისძიებების მეორე ეტაპი

(თბილისი. 16 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – სამართალდამცველებმა დღეს პანკისის ხეობაში, მძევლების გასანთავისუფლებლად, ნარკოტიკებისა და იარაღის ამოსაღებად სამძებრო-ოპერატიული მუშაობის განხორციელება დაიწყეს.

“ეს ოპერაციის მეორე ეტაპია,” განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა ახმეტის რაიონში 15 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

15 იანვარს შინაგანი ჯარების საგუშაგოების პანკისის ხეობის სიღრმეში გადატანა საგანგებო ღონისძიებების პირველი ეტაპი იყო.

სამართალდამცველების აქტიურობის მიუხედავად არ წყდება საპროტესტო აქცია, რომელსაც ახმეტის რაიონის მოსახლეობა მართავს. ისინი პანკისის ხეობაში კრიმინალური მდგომარეობის გამოსწორებას ითხოვენ.

This post is also available in: English (ინგლისური)