Site icon Civil.ge

საქართველოს პარლამენტი 2002 წლის ბიუჯეტს განიხილავს

17 იანვარს საქართველოს პარლამენტმა 2002 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო.  მიუხედევად დეპუტატების მოთხოვნისა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მხოლოდ 26 მილიონი ლარით გაიზარდა.

პარლამენტარები აცხადებენ, რომ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს არ დაუჭერენ მხარს. დეპუტატები საშემოსავლო ნაწილის სულ ცოტა 140 მილიონი ლარით გაზრდას მოითხოვენ.

შესაძლებელია, რომ კენჭისყრა დღესვე ჩატარდეს.

This post is also available in: English (ინგლისური)