Site icon Civil.ge

ორი ადამიანი დაიჭრა პანკისში

(თბილისი, 20 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – 20 იანვარს, გვიან ღამით, ორი ქისტი მძიმედ დაიჭრა კრიმინალეთან შეტაკების შედეგად. ასლან ყუშტანაშვილი და ალექსი გუმაშვილი პოლიციას ეხმარებოდნენ ყაჩაღობისთვის ძებნილი თემურ ჩიტაშვილის დაკავებაში, იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრი 21 იანვარს.

პოლიციის მანქანას კრიმინალებმა ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც ძებნილი დააკავეს. პოლიციას საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია. მძიმედ დაჭრილი ქისტები თბილისში გადმოიყვანეს სამკურნალოდ. 

15 იანვრის შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა პანკისის ხეობაში სპეციალური ოპერაციის ჩატარება დაიწყეს, ეს კრიმინალებთან შეტაკების პირველი შემთხვევა იყო.

This post is also available in: English (ინგლისური)