Site icon Civil.ge

თამბაქოს ქართულ ქარხანას გაჩერება ემუქრება

(თბილისი, 24 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – 24 იანვარს თამბაქოს მწარმოებელი ქართული ქარხანა სიგარეტების “პირველისა” და “პატრიოტის” წარმოებას აჩერებს. კომპანიის დამფუძნებლების გაცხადებით, მათი გადაწყვეტილების მიზეზი მაღალი ტარიფია.

ქარხნის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში 320 მუშახელი და გამანაწილებელი ქსელის 680 თანამშრომელი უმუშევარი დარჩება.

ქართველი მრეწველები თამბაქოში კუპრისა და ნიკოტინის შემცველობის რეგულირების წინააღმდეგ გამოდიან. ისინი ასევე საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტავას ითხოვენ. მათ ინტერესებს პარლამენტში ფრაქცია “მრეწველები” იცავს.

This post is also available in: English (ინგლისური)