Site icon Civil.ge

გაზის გაჟონვის მორიგი მსხვერპლი

(თბილისი, 24 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – 24 იანვარს, ღამე, გაზის გაჟონვით ოთხი ადამიანი დაიღუბა.  მათ შორის იყვნენ ერთი წლის და ოთხი წლის ბავშვები, ასევე უკრაინის 21 წლის მოქალაქე, რომელიც საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა.

მხოლოდ ერთი წლის მანძილზე საქართველოში გაზით მოწამვლის 130 ფაქტია დაფიქსირებული. აქედან 30 ტრაგიკული შედეგით დასრულდა.

არც ერთი სახელმწიფო ორგანო მომხდარ შემთხვევებზე პასუხისმგებლობას არ იღებს.  მათი განცხადებით, გაზის გაჟონვა მოსახლეობის მიერ გაზის გამათბობლების არა სწორი დამონტაჟების ბრალია.

This post is also available in: English (ინგლისური)