(თბილისი, 24 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – სუუამ-ის წევრი ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა) კოორდინატორები 24-25 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრებს მართავენ.
პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მომავალ სამიტიზე თანამშრომლობის და ერთიანი მუშაობის გეგმას განიხილავენ.
სუუამ-ი 1997 წელს შეიქმნა, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკული და სტრატეგიული ალიანსი მასში გაერთიანებული სახელმწიფოების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გასამყარების მიზნით.
This post is also available in: English (ინგლისური)