Site icon Civil.ge

დღეს პარლამენტში 2002 წლის ბიუეჯტს განიხილავენ

(თბილისი, 25 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს 16.00 საათზე საქართველოს პარლამენტში იგეგმება საგანგებო სესია, რომელზეც განხილული იქნება 2002 წლის ბიუჯეტი. მანამდე კი მის გარშემო კონსულტაციები საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარეობს.

გუშინ გამართულ ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი არ არის სრულყოფილი და ის დამუშავებას საჭიროებს.

18 იანვარს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა 2002 წლის ბიუჯეტი იმ პირობით, რომ მეორე მოსმენისთვის მთავრობა მისი შემოსავლითი ნაწილის გაზრდილ ვარიანტს წარმოადგენდა.

This post is also available in: English (ინგლისური)