(თბილისი, 30 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს გალის რაიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების ერთ-ერთ ბლოკ-პოსტზე თავდასხმა მოხდა. მძიმედ არის დაჭრილი 1 რუსი ჯარისკაცი.
სროლა დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. რუსი სამშვიდობოების თქმით, თავდამსხმელები ქართველი პარტიზანები იყვნენ.
ენგურის ხიდთან გრელდება აფხაზეთიდან დევნილთა აქცია, რომელიც 19 იანვარს დაიწყო. აქციის მონაწილეები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას მოითხოვენ.
This post is also available in: English (ინგლისური)