Site icon Civil.ge

საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდი ესტუმრა

(თბილისი, 30 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობა დავით ოუენის ხელმძღვანელობით საქართველოს 30 იანვარს ესტუმრა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობასთან ერთად განიხილავს 2002 წლის ბიუჯეტის პროექტს და შეაფასებს 2001 წლის ბიუჯეტის შესრულებას.

პარლამენტში 2002 წლის ბიუჯეტის მეორედ მოსმენა 30 იანვარს მოხდება.

პარლამენტმა 2002 წლის ბიუჯეტი პირველი მოსმენით იმ პირობით დაამტკიცა, რომ მეორე მოსმენისას ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო თავდაცვის სფეროს დაფინანსებისა და მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას ხარჯების გაზრდას არ ურჩევს.

This post is also available in: English (ინგლისური)