Site icon Civil.ge

პანკისში დამატებითი ძალები ჯერ არ გაიგზავნება

(თბილისი, 30 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – პანკისის ხეობაში, სადაც სამართალდამცველები კრიმინალის აღსაკვეთად სპეციალურ ოპერაციებს ატარებენ, დამატებითი ძალების გაგზავნაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა.

28 იანვარს კობა ნარჩემაშვილმა ახმეტის რაიონში მიმდინარე აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პანკისში დამატებით შენაერთებს გაგზავნიდა.

ახმეტის რაიონში საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილენი სამართალდამცველებისგან პანკისის ხეობაში მკაცრი ზომების გატარებას, კრიმინალის აღკვეთას და ორი გატაცებულის გათავისუფლებას მოითხოვენ. 

This post is also available in: English (ინგლისური)