Site icon Civil.ge

პარლამენტი 2002 წლის ბიუჯეტს ამტკიცებს

(თბილისი, 31 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – 31 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 2002 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა.  134-მა დეპუტატმა ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტს მხარი დაუჭირა. პროქტის დამტკიცების წინააღმდეგი 20 დეპუტატი იყო.

ფრაქციებმა “ტრადიციონალისტმა” და “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის” ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს.

საქართველოს მთავრობამ ერთი თვის განმავლობაში ბიუჯეტის ახალი პროექტი უნდა წარმოადგინოს, სადაც გაზრდილი იქნება ხარჯვითი ნაწილი.

დამტკიცებულ ბიუჯეტში ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 259 მილიონს შეადგენს, ხოლო შემოსავლები მილიარდ 39 მილიონის ტოლია.

This post is also available in: English (ინგლისური)