საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას განცხადებით პანკისში ჩეჩენ ლტოლვილებთან ერთად მართლაც იმყოფებიან ის პირები, რომლებიც ჩეჩნეთში ფედერალური ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას.
ეს აღიარება საქართველოში რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ვლადიმერ რუშაილოს ვიზიტს მოჰყვა, რომელიც თბილისში 29-30 იანვარს იმყოფებოდა.
ვიზიტისას ვლადიმერ რუშაილო საქართველოს პრეზიდენტს, თავის ქართველ კოლეგას ნუგზარ საჯაიას, სახელმწიფო უშიშროებისა, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა მინისტრებს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
სხვა საკითხებთან ერთად, პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარება საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრებისას ვლადიმერ რუშაილოს მთავირი განსახილველი თემა იყო.
“პრეზიდნეტ შევარდნაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ პანკისში მდგომარეობა რადიკალურად უნდა გამოსწორდეს,” აღნიშნა ვლადიმერ რუშაილომ 29 იანვარს.
30 იანვარს საქართველოს პარლამენტარებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ პანკისის ხეობასა და მთლიანად ახმეტის რაიონში ვითარება საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებამ ერთობლივად უნდა დაარეგულიროს.
“პანკისის ხეობა საქართველოს ხელისუფლების სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. იქ ჩეჩენ ლტოლვილებთან ერთად იმყოფებიან “ბოევიკები”, რომლებმაც რუსეთ-საქარათველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს,” განაცხადა რუშაილომ.
ამ ფაქტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანიც ადასტურებენ.
ხეობაში სიტუაციის დასარეგულირებლად საქართველო მზად არის რუსეთთან მჭიდროდ ითანამშრომლოს. როგორც 30 იანვარს ნუბზარ საჯაიამ თავის რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტ შევარდნაძის მხრიდან არის დავალება რუს და ქართველ სამართალდამცველ ორგანოებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
“ორი ქვეყნის სამართალდამცველებს შორის ორგანიზებულია ურთიერთკავშირი და და ეს უწყებები ჩაატარებენ და უკვე ატარებენ კიდეც ერთობლივ ღონისძიებებს,” აცხადებს ვლადიმერ რუშაილო. თუმცა არც ერთი მხარე არ აკონკრეტებს თუ რაში გამოიხატება ეს თანამშრომლობა და ერთობლივი ღონისძიებები.
საქართველოს სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტორებში კატეგორიულად გამორიცხავენ რუსეთთან ერთად პანკისში ერთობლივი ძალისმიერი ღონისძიებების გატარებას. ამ სამინისტორებში უარყვეს რუსული საინფორმაციო საშუალებებით 31 იანვარს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცველები ერთობლივად განახორციელებენ ოპერაციას პანკისის ხეობაში.
როგორც კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, საქართველოს აქვს საკმარისი საშუალებები იმისა რათა საკუთარი ძალებით დაარეგულიროს პანკისში არსებული ვითარება.
ერთობლივად პრობლემის მოგვარების პირველ ნაბიჯად პანკისში ჩასახლებული ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციის საკითხზე დაწყებული მუშაობა შეიძლება ჩაითვალოს. 29 იანვარს პრეზიდნეტ შევარდნაძესთან შეხვედრისას ვლადიმერ რუშაილომ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით უახლოეს მომავალში საქართველოში რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს დელეგაცია ჩამოვა, რომელიც ქართულ მხარესთან ერთად ლტოლვილების ჩეჩნეთში დაბრუნების პრობლემაზე დაიწყებს მუშაობას.
1999 წელს პანკისში დაახლეობით 7,000 ჩეჩენი ლტოლვილების ჩასახლებასთან ერთად დაიწყო რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართულებით ბოევიკების შეფარების ბრალდებები.
ვლადიმერ რუშაილომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებტან შეხვედრისას პანკისში არსებულ ვითარების გარდა, ორ ქვეყანას შორის ტერორიზისა, იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინაარმდეგ ბრძოლოს საკითხებზე იმსჯელა.
30 იანვარს საქართველოსა და რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნებმა ხელი მოაწერეს ოქმს, ორი ქვეყნის უშიშროების საბჭოების თანამშრომლობის შესახებ.
ამ დოკუმენტში ურთიერთანამშრომლობის პრიორიტეტებად მიჩნეულია საერთაშორისო ტერორიზმის, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან და არაკანონიერ ფინანსურ ოპერაციებთან ბრძოლა სახელდება.
გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია
This post is also available in: English (ინგლისური)