(თბილისი, 3 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ 2 თებერვალს ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველომ აფხაზეთში მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელებაზე თანხმობა განაცხადა.
31 იანვარს გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს რეკომენდაციას უწევს გაუგრძელოს მანდატი რუს სამშვიდობოებს.
ამასთან, უშიშროების საბჭომ მიიღო დოკუმენტი სახუმსა და თბილისს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ, რომელიც აფხაზეთს ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში ითვალისწინებს.
ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, რომ არა ეს დოკუმენტი საქართველო სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელებაზე არ დათანხმდებოდა.
This post is also available in: English (ინგლისური)