Site icon Civil.ge

სააკაშვილი და ჟვანია აშშ-ში მიემგზავრებიან

(თბილისი, 6 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – დეპუტატები მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია უახლეოს დღეებში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან.

6 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილია შეხვედრები სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებთან.

დეპუტატის განცხადებით შეხვედრებისას განხილული იქნება საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა.

This post is also available in: English (ინგლისური)