Site icon Civil.ge

რუსეთის დელეგაცის ვიზიტი ჩეჩენ ლტოლვილებთან დაკავშირებით გადაიდო

(თბილისი, 7 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – რუს ექსპერტთა ვიზიტი საქართველოში ჩეჩენ ლტოლვილთა რეპატრიაციის საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც 7 თებერვალს უნდა შემდგარიყო მომავალი კვირისთვის გადაიდო.

საქართველოს ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით ამჟამად პანკისის ხეობაში, დაახლოებით 7,700 ჩეჩენი ლტოლვილი იმყოფება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტიმა საგანგებო სიტუაციათა მინისტრს 5 თებერვალს დაავალა ერთი კვირის განმავლობაში მოემზადებინა გეგმა, რომლის მიხედვითაც ლტოლვითა დაბრუნება უნდა განხორციელდეს. 

This post is also available in: English (ინგლისური)