Site icon Civil.ge

ხაბურძანიას განცხადებით პანკისში ჩეჩენი მებრძოლების ბაზებია

(თბილისი, 9 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – 9 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიას განაცხადა, რომ პანკისში კრიმინალებისა და ჩეჩენი “ბოევიკების” ბაზებია განლაგებული.

მთავრობის სხდომაზე უშიშროების მინისტრმა განაცხადა, რომ გასულ წელს საქართველოში ორი ტერორისტი დააკავეს, რომლებიც პანკისში შეიარაღებული დაჯგუფების შექმნას აპირებდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური)