Site icon Civil.ge

პარლამენტმა აფხაზეთის საკითხის განხილვა გადადო

(თბილისი, 12 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს იწყება პარლამანენტის საგაზაგხულო სესიები, რომლის დროსაც ერთ-ერთ პირველ საკითხად საგადასახადო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას განიხილავენ.

მოსალოდნელი იყო, რომ პარლამენტი პირველივე სხდომებზე აფხაზეთის საკითხს განიხილავდა. თუმცა, როგორც პარალმენტის თავმჯდომარემ 11 თებერვალს განაცხადა, დეპუტატები შეთანხმდნენ ეს საკითხი რამოდენიმე კვირის შემდეგ განეხილათ.

მანმადე შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც აფხაზეთის საკითხზე იმუშავებს. მასში პარლამენტარებთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც შევლენ.

This post is also available in: English (ინგლისური)