(თბილისი, 12 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – 12 თებერვალს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა ავთანდილ იოსელიანმა განაცხადა, რომ მას არ გააჩნია ინფორმაცია რომლის თანახმადაც პანკისში ავღანელი ტერორისტები იმყოფებიან.
11 თებერვალს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რემლერმა არ გამორიცხა, რომ პანკისში შესაძლოა ავღანელი ტერორისტები აფარებენ თავს.
“თუ ვინმეს ასეთი ინფორმაცია გააჩნია, აუცილებლად უნდა აცნობონ საქართველოს სპეციალურ სამსახურს,” განაცხადა ავთანდილ იოსელიანმა.
9 თებერვალს მთავრობის სხდომაზე საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანიას თქმით ამჟამად პანკისის ხეობაში ჩეჩენი მეომრებისა და კრიმინალების რამოდენიმე ბაზაა განლაგებული.
თავის გამოსვლაში ხაბურძანიას არაფერი უთქვამს პანკისში ავღანელი ტერორისტების შესაძლო ყოფნის თაობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური)