(თბილისი, 13 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – 13 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაცია არ დაიწყება თუ რუსეთის ხელისუფლება ლტოლვილების უსაფრთხოების გარანტიას არ მისცემს.
ზოგიერთმა პარლამენტარი შიშობს, რომ რეპატრიაციის პროცესი შესაძლოა ლტოლვილთა დეპორტაციაში გადაიზარდოს.
ბურჯანაძის განცხადებით ლთოლვილთა ჩეჩნეთში დაბრუნება საქართველოს ინტერესებში შედის, მაგრამ ამასთან ერთად რუსეთმა ლტოლვილთა უსაფრთხოება უნდა უზრუნვლეყოს.
14 თებერვალს ჩეჩნების რეპატრიაციის საკითხის განსახილველად საქართველოში რუსეთის დელეგაცია ჩამოვა.
This post is also available in: English (ინგლისური)