Site icon Civil.ge

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინას ეწვია

(თბილისი, 19 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – 19 თებერვალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქმიანი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.

ვიზიტის დროს დაგეგმილია მის უკრაინელ კოლეგასთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეხვედრა.

მოლაპარაკება გაიმართება უკრაინასა და საქართველოს შორის ერთიანი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ.

26 თებერვალს, უკრაინაში ვიზიტის დასრულების შემდეგ, დავით თევზაძე მოსკოვში გაემგზავრება, სადაც დსთ-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაა დაგეგმილი.

This post is also available in: English (ინგლისური)