(თბილისი, 20 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ საჯაიამ ასლან აბაშიძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებას ცილისწამება უწოდა.
დეპუტატმა ბორის კაკუბავამ 19 თებერვლს განაცხადა, რომ საქართველოს დაზვერვის უფროსს ავთანდილ იოსელიანს და უშიშროების საბჭოს მდივანს ასლან აბაშიძის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.
ნუგზარ საჯაიამ გენერალურ პროკურორს ბრალდების გამოძიება მოსთხოვა.
This post is also available in: English (ინგლისური)