(თბილისი, 22 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – 21 თებერვალს რუსეთის სპეცსამსახურის უფროსმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ არ ფლობს არავითარ ინფორმაციას პანკისის ხეობაში ბინ-ლადენის შესაძლო ყოფნაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადეს, რომ ისინი ბინ-ლადენის პანკისის ხეობაში ყოფნას არ გამორიცხავენ.
რუსეთის სპეცსამსახურის შეფი საქართველოში ვიზიტით 21-22 თებერვალს იმყოფება.
This post is also available in: English (ინგლისური)