ამერიკელ სამხედრო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც საქართველოს უახლოეს დღეებში ეწვევა, თავდაცვის სამინისტროს ერთ სამხდერო შენაერთს გაწვრთნის, ტელეკომპანია “რუსთავი 2” იტყობინება.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, დაახლოებით 500-600 სამხედრო გაიწვრთნება.
“ამერიკის მთავრობა საქართველოს სამხედრო აღჭურვილობით მოამარაგებს, რათა მან საკუთარი ტერიტორიისა და საზღვრების დაცვა შეძლოს”, განაცხადა 22 დეკემბერს აშშ-ს ელჩიმა რუსეთში ალექსანდრე ვერშბოუმ.
This post is also available in: English (ინგლისური)