Site icon Civil.ge

სიკვდილის ძირითად მიზეზად თვითმკვლელობა განიხილება

(თბილისი, 25 თებერვალი, "სივილ ჯორჯია") – საქართველოს გენერალური პროკურატურა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას სიკვდილის ფაქტს იძიებს.

გენერალური პროკურორის მოადგილის ბადრი ბიწაძის განცხადებით, საქმე "თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით" აღიძრა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 115, რომელიც თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს).

გასროლა 25 თებერვალს ნუგზარ საჯაიას კაბინეტში მოხდა.

უკანასკნელ ხანებში დეპუტატი ბორის კაკუბავა ნუგზარ საჯაიას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის ასლან აბაშიძის მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებდა. ერთ-ერთი ვერსიით, თვითმკვლელობა სწორედ ამ კამპანიასთან არის დაკავშირებული.

This post is also available in: English (ინგლისური)