(თბილისი, 27 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – 27 თეებერტვალს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში ჩამიოვიდა.
დელეგაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდება და ქარეთული ჯარების საწრვთნელ პროგრამას განიხილავს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა რამოდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ამერიკელები ქართული ანტიტერორისტული ჯგუფის მომზადებაში დაგვეხმარება.
27 თებერვალს გაზეთ `ვოშინგტონ პოსტის” განცხადებით, `საქართველოს შეიარაღებით მომარაგება და ქართული ანტიტერორისტული ჯგუფის მომზადება, აშშ მთავრობის მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ახალი ფრონტის გახსნას ნიშნავს.”
This post is also available in: English (ინგლისური)