(თბილისი, 27 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს თავადცვის და უშიშროების სამინისტროების წარმომადგენლებმა უარყვეს აფხაზეთის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ პანკისში მყოფი ტერორისტები აფხაზეთში გადაიყვანა.
27 თებერვალს რუსეთის საიონფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს აფხაზეთის ვიცე პრემიერის ვალერი არშბას განცხადება, რომ პანკისში მყოფი ტერორისტები ქართული მხარის დახმარებით აფხაზეთში გადავიდნენ.
გასულ ოქტომბერს ჩეჩენი მებრძოლეები აფხაზეთში შეიჭრნენ, რასაც ქართულ-ჩეჩნურ და აფხაზების შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკება მოჰყვა.
This post is also available in: English (ინგლისური)