(თბილისი, 28 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – აშშ-ის თავდაცვის უწებამ დაადასტურა, რომ აშშ-ის მაღალჩინოსნები საქართველოს შეირაღებული ძალების წვრთნასა და აღჭურვაში დაეხმარებიან. “ასეთი დახმარება გლობალური ტერორიზმის წინააღმგედ ბრძოლას ნამბდვილად შეუწყობს ხელს”, განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ტორი კლარკმა 27 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.
აშშ-ის ევროპის სარდლობის წარმომადგენლები, რომლებიც ქართულ მხარესთან თანამშრომლობენ, წვრთნისა და აღჭრუვის პროგრამის დაგეგმვის საწყის ეტაპზე არიან, განაცხადა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, საზღვაო ჯარების გენერალმა პიტერ პეისმა.
“შეთავაზება, რომელიც წინსვლას ითვალისწინებს, ორივე ქვეყნის მთავრობისთვის საგულისხმოა”, განაცხადა პეისმა. “მართალია, ის ჯერ ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, ეს იქნება უბრალოდ შეფასება იმისა, რომ თუ სად შეიძლება საქართველოს დასჭირდეს დახმარება და სად შეიძლება მას დავეხმაროთ ჩვენ”.
“პროექტის პირველი ნაწილი შეფასებასა და ორი მხარის მიერ პროექტის დაგეგმვას ითვალისწინებს. მას აშშ-ის ევროპის სარდლობის წარმომადგენლობა და მათი ქართული კოლეგები ახორციელებენ. მწვრთნელთა რაოდენობა და წვრთნების ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მოხდება მომავალში. ახლა კი პროექტი საწყის ეტაპზე იმყოფება და ორივე ქვეყნის მთავრობის მიერ დამტიკიცებას ექვემდებარება”, განაცხადა გენერალმა პიტერ პეისმა.
This post is also available in: English (ინგლისური)