Site icon Civil.ge

აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორები საქართველოში მარტში ჩამოვლენ

(თბილისი, 1 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორები საქართველოში მარტის მეორე ნახევარში ჩამოვლენ, აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ 28 თებერვალს განაცხადა, რომ ამერიკელი ინსტრუქტორები დაახლოებით ორი თვის განმავლობაში გაწვრთნიან თავდაცვის სამინისტროს ორ ან სამ სამხედრო შენაერთს. წვრთნის მიზანი მათი ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის მომზადებაა.

ამერიკელ ექსპერტთა გუნდი ქართველ კოლეგებთან ერთად საქართველოს შეირაღებული ძალების რეფორმირებაზე იზრუნებს.

აშშ-ის სამხედრო დახმარება საქართველოსადმი “აუცილებლად შეუწყობს ხელს ბრძოლას მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ”, განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ტორი კლარკმა 27 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.

This post is also available in: English (ინგლისური)