Site icon Civil.ge

რუსეთი ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციას დააჩქარებს

(თბილისი, 2 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – 1 მარტს ედუარდ შევარდნაძემ თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ რომ `რუსეთი დააჩქარებს პანკისის ხეობიდან ჩეჩნების თავიანთ სამშობლოში დაბრუნების საკითხს.”

ჩეჩნების რეპატრიაციის დასაჩქარებლად რუსეთი საქართველოს ფინანსურად დაეხმარება, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ.

თებერვლის შუა რიცხვებში საქრთველო და რუსეთი ამ საკითხის მოგვარების ერთობლივ გეგმაზე შეთანხმდნენ.

საქრთველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ცნოიბით, ამჟამად პანკისში 7.000-ზე მეტი ჩეჩენი ლტოლვილი იმყოფება.

საქართველო აღიარებს, რომ მათ შორის ის პირებიც იმყოფებიან, რომლებიც რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას.

This post is also available in: English (ინგლისური)