(თბილისი, 5 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე და პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟაიმ გამა 5-6 მარტს საქართველოს სტუმრობს.
აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები მასსა და ქართველ სახელმწიფო მოხელეთა შორის შეხვედრების მთავარი თემა იქნება.
ჟაიმ გამა თბილისში სომხეთიდან ჩამოდის, ხოლო 6 მარტს აზერბაიჯანში გაემგზავრება.
This post is also available in: English (ინგლისური)