Site icon Civil.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბრიუსელში

(თბილისი, 5 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 5-6 მარტს ბრიუსელს სტუმრობს.

დაგეგმილია მისი შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ლორდ რობერტსონთან. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე შეხვდება ევროკავშირის პარლამენტის საქართველოსთან თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარეს ურსულა შლაიხერს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა ვიზიტის დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება.

 

This post is also available in: English (ინგლისური)