Site icon Civil.ge

სახელმწიფო მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

(თბილისი, 6 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტზე მისი მრჩეველი ფისკალურ და საბიუჯეტო საკითხებში გიორგი ისაკაძე დანიშნა.

26 წლის გიორგი ისაკაძემ კობა გვენეტაძე შეცვალა. გვენეტაძეს აღნიშნული თანამდებობა ერთ წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე ეკავა. ის ეკონომიკურ საკითხებზე იყო პასუხისმგებელი.

This post is also available in: English (ინგლისური)