Site icon Civil.ge

თურქეთის გენერალური შტაბის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს

(თბილისი, 7 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია 7-9 მარტს საქართველოს სასაზღვრო ძალებს სტუმრობს.

დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს სასაზღვრო ძალების დეპარტამენტის უფროსთან ვალერი ჩხეიძესთან. შეხვედრისას განიხილება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

9 მარტს თურქეთის დელეგაცია სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივ სასაზღვრო რაზმს მოინახულებს.

This post is also available in: English (ინგლისური)